სენაკის N1 სკოლის წარმომადგენლები ''ეტალონს'' კრეატიულ ინტელექტ-ჩემპიონატს უწოდებენ
22-09-2017
სენაკის N1 სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის შესარჩევი ტური ჩატარდა. ტესტირებაში სულ 56 მოსწავლე მონაწილეობდა, აქედან 20 - მე-8, 15 - მე-9, 3 - მე-10 და 18 - მე-11 კლასის მოსწავლე. 

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I საფეხურის ტესტები აგებულია 7 ძირითადი სასკოლო საგნისა და მე-8 - სწრაფი ლოგიკური აზროვნების კითხვების მიხედვით და ჯამში 20 კითხვისგან შედგება; თითოეულ კითხვას 4 სავარაუდო ვერსია, ანუ პასუხი ახლავს; ვერსიას მოსწავლე ირჩევს შემოხაზვით; თითოეული შეკითხვის სწორ პასუხში მოსწავლე 5 ქულას მიიღებს; არასწორში - 0 ქულას; ხოლო თავის შეკავების შემთხვევაში - 2 ქულას; ორი ან მეტი ვერსიის შემოხაზვის შემთხვევაში, პასუხი არასწორად ჩაითვლება და მოსწავლე 0 ქულას მიიღებს.

''საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტურის ტესტის კრეატიულობაა ტესტის თავფურცელზე გამოხატული: „თ.“ და „მ.“ ასოები. ასოთა წყვილიდან - მოსწავლე ინდივიდუალურად ირჩევს და შემოხაზავს ერთს. ამით მოსწავლე აკეთებს თვითშეფასებას: განსაზღვრავს საკუთარმდგომარეობასა და მისწრაფებებს და საკუთარ თავს განუსაზღვრავს ტესტზე სწორი პასუხების მოძიების დროს.'' - აღნიშნავენ სენაკის N1 სკოლის ''ეტალონის'' ტრენერები. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203