„ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მორიგი კონკურსი 15 ივლისს ჭიათურელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა.
ტრადიციული ფორმატის შენარჩუნებით, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციურ ჩემპიონატში მონაწილეობა ჭიათურის 33 სკოლის 165-მა მოსწავლემ მიიღო შემდეგი კლასობრივი განაწილებით: VIII კლასი: 52 მოსწავლე, IX კლასი: 49 მოსწავლე, X კლასი: 39 მოსწავლე და XI კლასი: 25 მოსწავლე. თითოეულ მონაწილეს წარმატების სპეციალური სერთიფიკატი გადაეცემა.
გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთათვის დისტანციური კონკურსის შედეგებს.
„ეტალონის“ დისტანციური ფორმატის კონკურსი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ჭიათურის რესურსცენტრის აქტიური მხარდაჭერით ჩატარდა.
ასევე იხილეთ:
ჭიათურელი მოსწავლეებისთვის „ეტალონი“ დისტანციურ ჩემპიონატს გამართავს„ეტალონის“ ჭიათურის კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ