„ციტოლოგია, ყური, გენეტიკური ამოცანები - საინტერესო ტესტი იყო“ - ბიოლოგიის საკითხებსა და ტესტის სირთულეზე აბიტურიენტები საუბრობენ
16-07-2020
ბიოლოგიის გამოცდა პირველმა აბიტურიენტებმა დატოვეს. აპლიკანტების შეფასებით, გამოცდა რთული არ ყოფილა.

„ორგანოიდები იყო ზოგადად, გენეტიკური ამოცანები. ტესტური ნაწილი 43-ია, სულ 48 საკითხია, დანარჩენი ამოცანები. ოთხქულიანი ამოცანაც იყო. მე არ გამჭირვებია, ჩემთვის მარტივი იყო, კარგ შედეგს ველოდები“, - აღნიშნა აბიტურიენტმა, რომელმაც საგამოცდო ცენტრი ერთ საათში დატოვა.

„არ შევიდა საჭმლის მომნელებელი სისტემა და გულზე არ მომსვლია კითხვები, იყო გენეტიკური ამოცანები. ტესტი 43. ფოტოსინთეზი იყო, ფოტოები მოცემული, ყურზე იყო კითხვა, სულ ესაა, რაც ახლა მახსენდება“, - ამბობს ჩვენთან საუბარში აპლიკანტი.

„ციტოლოგია იყო, ყური, გენეტიკური ამოცანები, კმაყოფილი ვარ, საინტერესო ტესტი იყო“ - ამბობს მესამე გამომსვლელი. 

ერთ-ერთმა აბიტურიენტმა საკითხებთან ერთად საგამოცდო გარემოსა და დამკვირვებლებზე გაამახვილა ყურადღება:

„დამკვირვებლები იყვნენ ძალიან კარგი. დაგვამშვიდეს შევედით თუ არა. წინა გამოცდაზე დამკვირვებელმა ლამის გვცემა. მშვიდი გარემოა და მუშაობა კარგად შევძელი. უმეტესი იყო შემოსახაზი და შემდეგ იყო გენოტიპი და ასეთები. წინა წლის ტესტებს ჰგავდა, თითქმის ყველა ტესტიდან იყო შესული“.

ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტები ბიოლოგიას აბარებენ. 

საგამოცდო ცენტრებთან ხალხის სიმრავლე არ შეიმჩნევა. რადგან ბიოლოგია არჩევითი საგანია, გამოცდას აპლიკანტების მცირე ნაწილი აბარებს. ისინი, ვისაც სწავლის გაგრძელება სამედიცინო უნივერსიტეტში სურს.

N39 სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში 160 აბიტურიენტი გამოცხადდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203