დაიწიოს მათემატიკის პირველი ვარიანტის ზღვარი ან მოგვემატოს ქულები - აღნიშნული მოთხოვნით აბიტურიენტებმა პეტიცია შექმნეს.
როგორც პეტიციის ავტორი აღნიშნავს, მათემატიკის ტესტი არ შეესაბამებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ნიმუშებს.
„მოვითხოვთ, დაიწიოს მათემატიკის პირველი ვარიანტის ზღვარი ან მოგვემატოს ქულები, ვინაიდან ტესტი აბიტურიენტთა უმრავლესობამ კარგად ვერ დაწერა, დადებული ნიმუშები კი არ შეესაბამებოდა გამოცდაზე გამოყენებულ ტესტებს, ვფიქრობ ამ პანდემიის და სტრესული სიტუაციის პირობებში ამან კიდევ უფრო იმოქმედა ჩვენზე, გამოცდები ჩატარდა არასტანდარტულ პირობებში, რამაც მოგვაყენა ფსიქოლოგიური ზიანი“, - აღნიშნულია პეტიციაში.