„განათლების სამინისტრო თავისი გამოცდით მივა აბიტურიენტთან“ - პრემიერი კოვიდინფიცირებულ აბიტურიენტზე განმარტებებს აკეთებს
16-07-2020

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე იმ აბიტურიენტის შესახებ ისაუბრა, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა. მისი თქმით, იმის გამო რომ წარჩინებულმა მოსწავლემ არ გამოტოვოს სწავლის ერთი წელი, საბჭომ ეპიდემიოლოგებთან და ექიმებთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ აბიტურიენტმა დარჩენილი ერთი გამოცდა ჩააბაროს.

როგორც გახარია აღნიშნავს, აბიტურიენტი გამოცდას საკარანტინე სივრცეში ჩააბარებს.

„მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობას ერთიანი ეროვნული გამოცდები. აბიტურიენტები და მათი მშობლები დაძაბულები არიან ამ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრომ ინფექციისა და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად კომფორტულ პირობებს უქმნის აბიტურიენტებს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვქონდა ერთი შემთხვევა, როცა ერთ-ერთი აბიტურიენტი გამოცდების ჩაბარების დროს აღმოჩნდა კოვიდინფიცირებული და დღეს ის მკურნალობს. რა თქმა უნდა მის ჯანმრთელობას არაფერი არ ემუქრება, ჩვენ გავერკვიეთ და ეს არის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე, რომელსაც დარჩა ერთი გამოცდა და ჩვენ საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ანა, ამ დარჩენილ ერთ გამოცდასაც ჩააბარებს მკურნალობის პირობებში. ეს შეთანხმებულია, როგორც ეპიდემიოლოგებთან, ისე ექიმებთან და განათლების სამინისტრო თავისი გამოცდით მივა აბიტურიენტთან იმისთვის, რომ მან არ დაკარგოს ერთი წელი და შეძლოს, გააგრძელოს სწავლა, როგორც უკვე წარჩინებულმა სტუდენტმა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203