”მოგეხსენებათ, რომ მშობელთა კრების ფორმატი მოძველდა და საჯაროდ განხილვა ბავშვების სირთულეებისა თუ მიღწევების, არ არის კარგი შემთხვევა.
თქვენ, როგორც საუკეთესო პედაგოგები, სწორედ ამას აკეთებთ და ინდივიდუალურად ისედაც მუშაობთ მშობლებთან. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს დავაკანონოთ, შესაბამისად, ეს საათების და კრედიტების წყარო გახდეს. მშობლებთან დამატებითი მუშაობაც ნებაყოფლობითია”, - განაცხადა ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია პედაგოგების სოციალური საქმიანობა და ყველაფერი ის, რაც ქვეყნისთვის სასარგებლოა.
”სკოლა მხოლოდ სწავლის ინსრუმენტი არ არის, სკოლა პირველ რიგში არის აღზრდის ინსტრუმენი. როგორი პრემიერი და განათლების მინისტრები იქნებიან, ეს თქვენს ხელშია.
პედაგოგი, რომელიც თავის მოსწავლეს ახარჯავს დროს პატრიოტული, ისტორიული, ქართული, სიღრმისეული მიმართულებით განვითარებისთვის, თუნდაც საზოგადოებრივ საკითხებზე, ან გნებავთ პოლიტიკურ, დემოკრატიის, ევრონტეგრაციის საკითხებზე მუშაობს, ჩვენ ვაპირებთ, რომ ესეც გავხადოთ კრედიტების წყარო”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა.
"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ბავშვებს არ ყოფნით სტანდარტული საათები. ყველა პედაგოგი, აქაც ნებაყოფლობით, ვინც დამატებით საათებს ჩაატარებს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, ესეც იქნება კრედიტების წყარო”, -აღნიშნა ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, საბოლოო მიზანია შეიქმნას სისტემა, სადაც თითოეული მასწავლებელი გადაწყვეტს, ყოველწლიურად რა გზას დაადგეს და რა მიმართულება აირჩიოს თავისი პროფესიული განვითარებისთვის.