14 მიზეზი, რომელიც თქვენი შვილის ფინეთის სკოლაში შეყვანას გადაგაწყვეტინებთ
08-05-2018

კვლევების თანახმად, ფინელი მოსწავლეები პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეები არიან. ამასთან, ისინი სხვა ქვეყნების მოსწავლეებთან შედარებით, უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სკოლაში, გაკვეთილების მომზადებას კი დღის განმავლობაში მხოლოდ ნახევარ საათს ანდომებენ.

გიამბობთ ფინეთში არსებული განათლების სისტემის შესახებ, რომელიც მთელს მსოფლიოს აღაფრთოვანებს.

1. სკოლაში ყველაფერი უფასოა


ფინეთში განათლება უფასოა. ყველაფერი დანარჩენი - კვება, ექსკურსიებიც უფასოა. თუ მოსწავლეები სკოლიდან 2 კმ-ზე უფრო შორს ცხოვრობენ, მათ ტრანსპორტი ემსახურება. ამ ხარჯებს სახელმწიფო ფარავს. ფინეთის ბიუჯეტიდან განათლებაზე 12,2% -ია გამოყოფილი.

2. ყოველ მოსწავლეზე ინდივიდუალური მიდგომაა

ფინეთის სკოლებში გაკვეთილზე მოსწავლეებს სხვადასხვა სირთულის დავალების გაკეთება შეუძლიათ - ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სწავლის რა დონე აქვს მოსწავლეს. განსხვავებული ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობის მოსწავლეები ერთად სწავლობენ. თუ მოსწავლე რომელიმე ამოცანას თავს ვერ ართმევს, მასწავლებლები მისთვის ინდივიდუალურად ადგენენ დავალებას. დამატებით ასწავლიან სხვა საგნებსაც, მაგალითად, ემიგრანტებს მშობლიური ენის დაუფლებაში ეხმარებიან. ფინეთში მიიჩნევენ, რომ მოსწავლეს თავად შეუძლი ააირჩიოს, რა იქნება მისთვის სასარგებლო - თუ მისთვის (მოსწავლისთვის) გაკვეთილი უინტერესოა, შეუძლია საინტერესო საქმით დაკავდეს - წიგნი წაიკითხოს ან ქსოვოს.

3. შეფასებებს მხოლოდ მოსწავლეებს აცნობენ


ფინეთში შეფასების სისტემა 10-ქულიანია, მაგრამ მე-3 კლასამდე მოსწავლეებს ნიშნებს არ უწერენ. მე-3 კლასიდან მე-7-ს ჩათვლით შეფასება სიტყვიერია - ''საშუალო'' ან ''შესანიშნავი''. მოსწავლეებმა მხოლოდ თავიანთი ქულები იციან. აქ შეფასების გამო კრიტიკა მიუღებელია. ნიშნები მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების მიზნით გამოიყენება, რომ მათ სრულყონ თავიანთი ცოდნა  და შეცვალონ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.

4. გაკვეთილზე სიარული პიჟამოებშიცაა შესაძლებელი


ფინეთის სკოლებში მოსწავლეებს არ აცვიათ ფორმები. გაკვეთილზე მისვლა ნებისმიერი ტანსაცმლითაა შესაძლებელი. ხშირად მოსწავლეებს საკლასო ოთახებში ფეხსაცმელიც კი არ აცვიათ.

5. გაკვეთილის მსვლელობის დროს მოსწავლეებს შეუძლიათ დივანზე ისხდნენ ან ხალიჩაზე წამოწოლილები იყვნენ



ფინეთში მოსწავლეებისთვის მერხებთან ჯდომა აუცილებელი არ არის. გაკვეთილის მსვლელობის დროს მათ შეუძლიათ სავარძელში მოკალათდნენ, ან სულაც იატაკზე წამოწვნენ. თბილ ამინდში გაკვეთილები სუფთა ჰაერზე ტარდება, სკოლის მინდორში ან სპეციალურ სკამებზე, რომლებიც ამფითეატრს მოგაგონებთ.

6. მოსწავლეებს ძალიან ცოტა საშინაო დავალება აქვთ



ფინელი მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ მოსწავლეებმა სახლში ყოფნის დროს უნდა დაისვენონ, მშობლებთან ერთად გაატარონ დრო და არა გაკვეთილების მეცადინეობაში. საშინაო დავალება მცირე დროს მოითხოვს და ამასთან, ძალიან საინტერესოა: მაგალითად - ისტორიის გაკვეთილზე ერთ-ერთი დავალება შეიძლება იყოს ინტერვიუ ბებიასთან, იმის გასარკვევად, როგორი ცხოვრება იყო 50-იან წლებში და იპოვო განსხვავება ადრინდელ ყოფასა და თანამედროვე ცხოვრებას შორის.

7. გამოცდები საერთოდ არ აქვთ


ფინელი მასწავლებლები ამბობენ: ''ან ცხოვრებისთვის უნდა მოემზადო, ან გამოცდებისთვის. ჩვენ პირველს ვირჩევთ''. ამიტომ ფინეთის სკოლებში გამოცდები საერთოდ არ არის. პედაგოგებს თავიანთი შეხედულებისამებრ შეუძლიათ აკონტროლონ მოსწავლეთა ცოდნა. სავალდებულოდ ითვლება 16 წლის ასაკში სტანდარტული ტესტი, რომელსაც საშუალო სკოლის დამთავრების დროს ატარებენ.

8. ფინეთის ზოგიერთ სკოლაში ყველა საგანი გააუქმეს

ფინეთის განათლების სისტემის ერთ-ერთი ახალი მიმართულებაა - კონკრეტული საგნების ნაცვლად, მოვლენების შესწავლა (phenomenon based learning). გაკვეთილების ნაცვლად - 6 კვირიანი ''განყოფილებებია'', რომლის დროსაც მოსწავლეები ერთ თემას შეისწავლიან სხვადასხვა კუთხით. მაგალითად, მიგრანტთა თემას შეისწავლიან გეოგრაფიის თვალსაზრისით (საიდან ჩამოვიდნენ?), ისტორიის თვალსაზრისით (რა უძღოდა წინ ამფაქტს?), კულტურის თვალსაზრისით (რა ტრადიციები აქვთ?). ბავშვები თვითონ აყალიბებენ კითხვებს და პასუხსაც თავად პოულობენ.

9. ფინეთის სკოლებში ყველაზე დიდი შესვენებებია




რაც არ უნდა არასასიამოვნოდ ჟღერდეს, მოსწავლისთვის ყველაზე საყვარელი დრო სკოლაში ყოფნისას - შესვენებაა. ფინელი მოსწავლეები ყოველი 45-წუთიანი გაკვეთილის შემდეგ მინიმუმ 15 წუთს ისვენებენ.

10. ფინეთში საოცრად კარგი მასწავლებლები არიან



ჰელსინკის უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე ერთ ადგილზე 20 კაცი მოდის. მასწავლებლობის მსურველთა რაოდენობა 10-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სამუშაო ადგილი. მასწავლებლის საშუალო ხელფასი 3500 ევროა. პედაგოგიკა ფინეთში პრესტიჟული პროფესიაა, მოსწავლეებს კი საუკეთესო მასწავლებლები ასწავლიან. სწავლების მკაცრი მეთოდები არ არსებობს, სახელმძღვანელოებსა და სწავლების სტილს ყოველი მასწავლებელი თვითონ ირჩევს. პედაგოგთან ერთად, გაკვეთილზე არის ასისტენტი, რომელიც აკვირდება გაკვთილს და მოსწავლეებს ეხმარება დავალებების შესრულებაში.

11. აქ მხოლოდ იმას ასწავლიან, რაც მოსწავლეებს ცხოვრებაში გამოადგებათ



ფინეთის სკოლებში მხოლოდ იმას ასწავლიან, რაც მოსწავლეებს ცხოვრებაში გამოადგებათ. ცურვის გაკვეთილზე ბავშვებს ასწავლიან ნიშნებს, რომლის მიხედვითაც შეიძლება განვსაზღვროთ, ადამიანი იხრჩობა თუ არა, საოჯახო საქმეების გაკვეთილზე - კეთებას, კერვასა და ქსოვას. დიდი ყურადღება ეთმობა ბუნებისადმი დამოკიდებულებას. პორტფოლიოს მომზადება და საიტის შექმნა ფინელი მოსწავლეებისთვის უმარტივესი საქმეა. მთავარი, რასაც აქ მოსწავლეებს ასწავლიან - ეს არის სწავლების უნარი და სიახლეებთან ადაპტირება მუდმივად ცვალებად სამყაროში. არაფრის დაზეპირება არ არის საჭირო - შეგიძლიათ უბრალოდ შეიხედოთ ვიკიპედიაში.

12. ყველა სკოლა ერთნაირად კარგია



ფინეთში სკოლის შერჩევა მიღებული არა რის, ყველა დადის სახლთან ახლოს მდებარე სკოლაში. აქ არ არის ''ელიტური'' სკოლები, ყველა ერთნაირია: სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ბავშვი, მას თანაბარი წვდომა აქვს კვალიფიციურ მასწავლებლებთან, ხარისხიან სასწავლო წიგნებთან და სრულყოფილ კვებასთან.

13. მოსწავლეები თვითონ ირჩევენ, რა მიირთვან სადილად




ფინეთის სკოლებში კვება მრავალფეროვანი და უფასოა, ''შვედური მაგიდა''. სკოლის საიტზე ერთი თვით ადრე აქვეყნებენ მენიუს - ბავშვებს შეუძლიათ შევიდნენ საიტზე და ''კალათაში'' მოათავსონ ყველაფერი, რაც მოსწონთ. მენიუში გათვალისწინებულია ნებისმიერი დიეტა, ვეგეტარიანული სამზარეულო.

14. სკოლაში ტარდება ღონისძიებები ღამისთევით

ხანდახან მოსწავლეებს სკოლაში საძილე ტომრები მიაქვთ და მასწავლებლებთან ერთად ღამე რჩებიან - უყურებენ ფილმებს, თამაშობენ, სძინავთ სპორტდარბაზში, დილით კი მათ საუზმით და ნაყინით უმასპინძლდებიან. როგორ შეიძლება ასეთი სკოლა არ გიყვარდეს?
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203