''ძალიან ცოტაა საჭირო იმისთვის, რომ სწავლა სახალისო პროცესად ვაქციოთ'' - ვანის N2 სკოლაში ახალი სასწავლო წელი საინტერესოდ დაიწყო
23-09-2017
ვანის N2 სკოლის მოსწავლეებმა, პატარა აღმომჩენებმა, ახალი სასწავლო წელი წარმატებით დაიწყეს.

მასწავლებლების ძალისხმევით, ვანის N2 სკოლის მოსწავლეებისთვის სწავლა სახალისო პროცესია. ექსპერიმენტები, ინოვაციური გაკვეთილები, სწავლების თანამედროვე მიდგომები - სწორედ ეს ყველაფერი ხდის სწავლის პროცესს საინტერესოს.

''რა ცოტა ყოფნით ბავშვებს ბედნიერებისათვის და რა ცოტაა საჭირო იმისათვის, რომ სწავლა სახალისო პროცესად ვაქციოთ... ასეთი ტემპით ვატარებთ ბიოლოგიის გაკვეთილებს, ასე მუშაობს ჩვენი ეკო-კლუბი... გვინდა, რომ ჩვენი მოსწავლეები ნამდვილ, წარმატებულ, შემდგარ ადამიანებად გაიზარდონ'', - აღნიშნა ვანის N2 სკოლის დირექტორმა თეონა ადეიშვილმა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203