„ფიროსმანზე მოსასმენში ქართული სიტყვები ცუდად გარჩევადი იყო და გაბნევდა“ - როგორ აფასებენ უცხოური ენის მეორე ვარიანტს?
17-07-2020
უცხოური ენის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ტესტების დონეს განსხვავებულად აფასებენ. ზოგს გაუმარტივდა, ნაწილისთვის კი რთული აღმოჩნდა. აბიტურიენტებს, რომლებმაც მეორე სესიაზე წერეს, ჩვენ 173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში ვესაუბრეთ.
პირველმა აბიტურიენტებმა გვითხრეს, რომ გამოცდა მარტივი იყო, თუმცა საკითხები არ ახსოვდათ. მოგვიანებით გამოსულმა აპლიკანტებმა კი საკითხების გამოტანა შეძლეს.
„ძალიან გამიჭირდა, რთული იყო საშინლად. არ ვიცი რას ვიზამ. ესე იყო გეოგრაფიის გაკვეთილი უნდა უტარდებოდეთ თუ არა მოსწავლეებს გარეთ. წერილი ჩინურის სწავლაზე იყო. მოსასმენები ძალიან გამიჭირდა“,- გვითხრა ნათიამ.
„არ ვთვლი რომ რთული იყო, პირიქით ძალიან გამიმარტივდა. ერთ-ერთი მოსასმენი ტექსტი იყო ფიროსმანზე და ქართულ სიტყვებს, რომ ამბობდნენ ეგ ცოტა ცუდად გარჩევადი იყო და გაბნევდა, სხვა მხრივ ძალიან მარტივი იყო“, - ამბობს ირაკლი.
„საკმაოდ მარტივი იყო. მოსასმენ დავალებებიდან ერთი ფიროსმანზე იყო. ერთი ამსტერდამზე. ესე იყო გეოგრაფიის გაკვეთილები უნდა უტარდებოდეთ თუ არა მოსწავლეებს გარეთ. მესიჯი იყო კიდევ ჩინურის შესწავლაზე. ხმა გასაგებად ისმოდა და ტერმინოლოგიაც განსაკუთრებული უცხო და რთულ არ ყოფილა. კმაყოფილი ვარ“ - გვითხრა აბიტურიენტმა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები უცხოურ ენაში კიდევ ორ დღეს ჩატარდება.