„ქართული ოცნების“ პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, განათლება და ეკონომიკური კეთილდღეობა იქნება ქართული ოცნების სამოქმედო გეგმაა და მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში. აღნიშნულის შესახებ ივანიშვილმა 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარული კანდიდატების სიის წარდგენისას განაცხადა.
„ეკონომიკური წარმატება და კეთილდღეობა პირველ რიგში, განათლებით მიიღწევა. სწორედ ამიტომ მიიღო ჩვენმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ბიუჯეტის მეოთხედის განათლებაში დახარჯვის შესახებ. განათლება და ეკონომიკური კეთილდღეობა - სწორედ ეს იქნება ქართული ოცნების სამოქმედო გეგმა და მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში. ამის მყარი საფუძვლები ჩვენ უკვე ჩაყრილი გვაქვს და მას ახლა განმტკიცება სჭირდება“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.