ზოგადი უნარების დილის სესიაზე აპლიკანტთა 13% არ გამოცხადდა - დაფიქსირდა დაგვიანების შემთხვევები
20-07-2020

დღეს აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას ორ სესიად აბარებენ. დილის სესია უკვე დასრულდა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტესტირებაზე აბიტურიენტთა 13% არ გამოცხადდა.

ამ დრომდე არსებული მონაცემებით, სხვა საგანის გამოცდებთან შედარებით, დარეგისტრირებული აპლიკანტების ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ ზოგადი უნარებზე არ გამოცხადდა. ცენტრისვე ინფორმაციით, გამოცდაზე დაგვიანების 2 შემთხვევა დაფიქსირდა. 

„დღეს აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას ორ სესიად აბარებენ. დილის სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 87%-ზე მეტი გამოცხადდა ; დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა. მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 14:00 საათზე, გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება", - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ასევე: „ვერბალური უმარტივესი, მათემატიკური ნაწილი რთული იყო“ - ზოგადი უნარების პირველი ვარიანტის შეფასებები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203