განათლების სამინისტროს განცხადება საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოების მიწოდების შესახებ
25-07-2020

2020-2021 სასწავლო წლისთვის საჭირო სახელმძღვანელოების შესყიდვა კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით მოხდა, სახელმწიფო ბიუჯეტის მაქსიმალური ეკონომიისა და მაღალი ხარისხის მომსახურების მისაღებად, - ამ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს:

„ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების მოწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, არაუგვიანეს 2020 წლის 03 სექტემბრისა, ხოლო 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების მოწოდება მოხდება არაუგვიანეს 2020 წლის 30 ნოემბრისა.

სახელმძღვანელოების მიწოდება საქართველოს მასშტაბით შეუფერხებლად მოხდება და ახალ სასწავლო წელს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს უსასყიდლოდ გადაეცემა.

ამჟამად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ახორციელებენ ერთობლივ მონიტორინგს ბეჭდვის მიმდინარეობაზე“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203