მასწავლებელთა გამოცდაზე ორი დღით ადრე შეცდომით მისულმა აპლიკანტმა, დღეს 10 წუთით დააგვიანა
22-07-2020
დღეს 22 ივლისს მაძიებელი პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები დაწყებითის კომბინირებულ გამოცდას აბარებენ. 

N39 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ერთმა აპლიკანტმა დაიგვიანა. ქალბატონი ჯერ ორი დღით ადრე გამოცხადდა აღნიშნულ სკოლაში, რადგან გამოცდა 20 ივლისს ეგონა. გამოცდის დღეს კი 10 წუთით გვიან მივიდა. 

გარდა ამისა, ერთი აპლიკანტი საგამოცდო ბარათის გარეშე გამოცხადდა სკოლაში, თუმცა ბარათი რეგისტრაციის დროს ადგილზე ამოუბეჭდეს.

ცნობისთვის, წელს საგნობრივ გამოცდას 12 000-მდე პირი ჩააბარებს. პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდაზე შემოდგომით გავლენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203