„ეტალონის“ გუნდმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ონლაინ-რეჟიმში, უმაღლეს დონეზე ჩაატარა კონკურსი“
22-07-2020

პანდემიის გამო საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ეტალონი დისტანციური ფორმატით იმართება და განსაკუთრებით მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის, უშუალოდ კი მერის - ვახტანგ ბერიძის დამსახურებითკონკურსში მონაწილეობა ხულოს ყველა სკოლის შერჩეულ მე-8, მე-9, მე-10 დამე-11 კლასელს შეეძლო, ხოლო გამარჯვებული დიდაჭარის საჯარო სკოლის მოსწავლე დაჩი ბოლქვაძე გახდა 100 ქულით. რამდენად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების პროექტების, კონკრეტულად კი, „ეტალონისარსებობა მომავალი თაობების განათლების საქმეში, როგორ ჩატარდა ჩემპიონატი და ზოგადად, რატომაა მნიშვნელოვანი, ყველა ხელისშემშლელი ფაქტორის მიუხედავად, დარჩე მამულიშვილური საქმის ერთგული, კომპეტენტური ადამიანები გვესაუბრებიან.

ვახტანგ ბერიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი:

- ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ასეთი კონკურსების მხარდაჭერა. ზოგადად, განათლება  პრიორიტეტია, მაგრამ ეს ყველაფერი ვერ იქნება სრულყოფილი, თუ არ იარსებებს ისეთი პროექტები, როგორიც „ეტალონია“;  აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის ჩატარება.

ამ საკითხზე ბევრი ვიფიქრეთ, ვისაუბრეთ და საბოლოოდ, გადაწყდა, ინტელექტ-ჩემპიონატი ონლაინ-რეჟიმში ჩატარებულიყო. მართალია, ყველას გვერჩივნა, ჩვეულ ფორმატში მომხდარიყო ეს ყველაფერი, მაგრამ ჩაშლაც არაფრით შეიძლებოდა... ამიტომ, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დისტანციურად ჩავატარეთ და ასეთი შემართება  უმნიშვნელოვანესია ჩვენი მომავალი თაობებისთვის.

ბადრი მელაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი:

- დავიწყებ იმით, რომ ხულოს მუნიციპალიტეტი კარგა ხანია თანამშრომლობს  „ეტალონსა“ და მის შემოქმედებით გუნდთან. მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი ემსახურება ქართულ, ეროვნულ საქმეს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მომავალი თაობების განვითარებაში;

ბოლო პერიოდში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე კი, „ეტალონის“ შემოქმედებითმა გუნდმა მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება - ონლაინ-რეჟიმში, უმაღლეს დონეზე ჩაატარა კონკურსი. პირადად ვადევნებდი თვალ-ყურს, როგორ შეირჩა კონტინგენტი, როგორი კომუნიკაცია ჰქონდა „ეტალონის“ გუნდს საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და სკოლებთან... ნაყოფიერი და შრომატევადი იყო ეს საქმე. გამარჯვებულს პირადად ვიცნობ, დაჩი ბოლქვაძე არაჩვეულებრივი ბიჭია, ნიჭიერი და ვულოცავ ამ დიდ წარმატებას, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად გამოადგება.

მადლობა „ეტალონს“, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენი მუნიციპალიტეტი კი ყოველთვის იქნება თქვენ გვერდით, რამეთუ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია განათლებული მომავალი თაობების აღზრდა.

იოსებ შავაძე, ხულოს მუნიციპალიტეტიდიდაჭარის საჯარო სკოლის დირექტორი:

- კონკურსით ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა, როგორც სკოლის დირექტორმა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ კმაყოფილებას, პირველ ყოვლისა, თავად ამ პროექტის არსებობა იწვევს. ესაა უმნიშვნელოვანესი კონკურსი, რომელიც ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს. ვფიქრობ, „ეტალონი“ უკვდავი პროექტია. და  ბედნიერი ვარ, ჩემი სკოლის მოსწავლეები ასე აქტიურად რომ მონაწილეობენ, მე კი ყოველთვის ველი მათ გამარჯვებას.განსაკუთრებით გამიხარდა დაჩის გამარჯვება, თუმცა დარწმუნებულიც ვიყავი, საოცარი შედეგი ექნებოდა - ძალიან წარმატებული ბავშვია და მეც,  როგორც სკოლის დირექტორი და როგორც უბრალოდ გულშემატკივარი, ვამაყობ მისი მიღწევებით

დაჩი ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის, დიდაჭარის საჯარო სკოლის მოსწავლე:

- ძალიან მოწონს ეს პროექტი და მომავალშიც ვაპირებ მონაწილეობას. მართალია, ამჯერად „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის ფორმატი შეცვლილი იყო და დისტანციურად ჩატარდა, თუმცა ამას ჩემთვის არანაირი უხერხულობა არ შეუქმნია. კითხვები იყო უაღრესად საინტერესო და ზოგ შემთხვევაში, მეტად სააზროვნო, თუმცა მთლიანობაში გამიმართლა, რომ გავიმარჯვე. „ეტალონის“ გულშემატკივრად ვრჩები და იმედია, კიდევ ბევრ გამარჯვებას მოვიპოვებ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203