მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე 3-მა აპლიკანტმა დაიგვიანა, 11% კი საერთოდ არ მივიდა - როგორია აბიტურიენტების სტატისტიკა
22-07-2020
დღეს აბიტურიენტები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ფიზიკის გამოცდას აბარებენ. ამასთან, დღეს დაიწყო მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებიც, რომლებზეც 12 000 აპლიკანტია დარეგისტრირებული.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტების 15 % არ გამოცხადებულა, ხოლო ფიზიკის გამოცდაზე 9% არ მივიდა. 

„დღეიდან საგამოცდო პროცესში მასწავლებლობის მსურველები ჩაერთნენ. 22 ივლისის სესიებზე დარეგისტრირებული აპლიკანტიდან საგამოცდო ცენტრებში 89%-ზე მეტი მასწავლებლობის მსურველი გამოცხადდა. დაიგვიანა სამმა გამოსაცდელმა.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდაზე დარეგისტრირებულებიდან გამოცხადდა 75%-ზე მეტი, ხოლო ფიზიკის გამოცდაზე - 91%-ზე მეტი აბიტურიენტი“, - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხვალ მასწავლებლობის მსურველებს ფიზიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); ქიმია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; სპორტი; ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) აქვთ ჩასაბარებელი. აბიტურიენტები კი გამოცდას გეოგრაფიაში ჩააბარებენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203