კურიოზი საგამოცდო ცენტრთან: აბიტურიენტი მანქანიდან ვერ გადმოდიოდა, რადგან კარი არ იღებოდა, გოგონამ რეგისტრაცია ბოლო წუთს გაიარა
23-07-2020
N103 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტებისა და მაძიებელი მასწავლებლების რეგისტრაციამ მშვიდ გარემოში ჩაიარა.
პედაგოგები განსაკუთრებული პუნქტუალობით გამოირჩეოდნენ, აპლიკანტებიც, თუმცა ბოლო წუთს მაინც მოხდა კურიოზული ფაქტი - აბიტურიენტი, რომელიც გამოცდაზე ტაქსით მოვიდა, მანქანაში გაიჭედა... უფრო სწორად, ავტომანქანის კარი გაიჭედა და ვერაფრით ახერხებდა გამოსვლას. ბოლოს, როგორც იქნა კარი გააღეს და გოგონამ სირბილით მიასწრო რეგისტრაციის ბოლო წუთს.