„მესხეთიდან ჩამოვედი, ტაქსს ვენდე და არასწორად მიმიყვანა საგამოცდო ცენტრში“ - მასწავლებლის მსურველმა გამოცდაზე დააგვიანა
24-07-2020

N173 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მასწავლებლის მსურველი დაგვიანებით გამოცხადდა. როგორც საგამოცდო ცენტრში მისულმა აპლიკანტმა განაცხადა, რაიონიდან ჩამოვიდა, ტაქსმა შეცდომით სხვა საგამოცდო ცენტრში მიიყვანა და ამის გამო დააგვიანდა.

„მესმის რომ რამდენიმე წუთი დამაგვიანდა, მაგრამ პანდემიაა. მესხეთის რაიონიდან ჩამოვედი, ახალციხიდან და ტაქსმაც არასწორად მიმიყვანა - 173-ე სკოლის მაგივრად 177-ე სკოლის საგამოცდო ცენტრში. შეღავათი რომ გაეკეთებინათ რა მოხდებოდა. არ ვიცოდი სად იყო საგამოცდო ცენტრი, ტაქსს ვენდე და შეცდომაში შემიყვანა“, - განაცხადა აპლიკანტმა.

მასწავლებლის მსურველს მხარი გულშემატკივრებმაც დაუჭირეს და საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელს მისი შეშვება სთხოვეს, თუმცა გამოცდა უკვე 5 წუთის დაწყებული იყო და აპლიკანტი გამოცდაზე აღარ დაუშვეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203