„ბოლო ამოცანები უფრო რთული იყო, თეორიაც მარტივი არ ყოფილა“ - ქიმიის გამოცდას აბიტურიენტები აფასებენ
24-07-2020

დღეს აბიტურიენტებმა გამოცდა ქიმიაში დაწერეს. გამოცდიდან გამოსული აპლიკანტების შეფასებით, ტესტები საშუალო სირთულის იყო. 

„სამედიცინოზე ვაბარებ და ქიმია ამიტომ ავირჩიე. უფრო მეტად ორგანული ქიმიიდან იყო დავალებები. ტესტები შედარებით მარტივი იყო, მაგრამ ბოლოში ამოცანები საკმაოდ გამიჭირდა“, - გვითხრა ანამ.

„მარტივი იყო, არ გამჭირვებია. ვინც მომზადებულია წესით კარგად უნდა ჩააბაროს გამოცდა“, - გვითხრა აბიტურიენტმა.

„45 საკითხი იყო. თითქმის ყველაფერი შედიოდა. საშუალო სირთულის ტესტია. ბოლო ამოცანები უფრო რთული იყო, საანგარიშო იყო და გამიჭირდა. თეორიაც მარტივი არ ყოფილა, მაგრამ მგონი ნორმალურად ვწერე. ტესტები უფრო მარტივი იყო“, - გვითხრა აბიტურიენტმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, სამოქალაქო გამოცდის ტესტირებით დასრულდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203