დაბა კაზრეთის N2 სკოლაში ღონისძიება განახლებულ სააქტო დარბაზში ჩატარდა
27-09-2017
დაბა კაზრეთის სკოლა ახალ სასწავლო წელს სიახლით შეხვდა. კერძოდ, კომპანია ,,არემჯი"-მ სკოლის სააქტო დარბაზი განაახლა. 

2017-2018 სასწავლო წლის დაწყების დღეს ჩატარდა საინტერესო ღონისძიება, სადაც სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს მუსიკალური ნომრები წარუდგინეს.

ღონისძიებას საპატიო სტუმრები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი - დავით შერაზადიშვილი და კომპანია ,,არემჯი"-ს გენერალური დირექტორი - ჯონი შუბითიძე ესწრებოდნენ.  

სკოლა მადლობას უხდის კომპანია ''არემჯი''-ის ხელმძღვანელობას ასეთი  მნიშვნელოვანი საჩუქრისათვის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203