მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებებმა პედაგოგთა ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. მათი შეფასებით, პროფესიული განვითარებისთვის გადასადგმელი ნაბიჯები ახლა უფრო გართულებულია.
განვმარტოთ, რა მოეთხოვებოდათ აქამდე მასწავლებლებს წინსვლისთვის და როგორ აიმაღლებენ ისინი სტატუსს ახლა.
როგორც უკვე იცით, თუ ადრე სქემით განსაზღვრული იყო ოთხი სტატუსი: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი. ამჯერად, სქემაში მხოლოდ სამი სტატუსი დარჩა: უფროსი, წამყვანი და მენტორი.
პრაქტიკოს პედაგოგს რომ უფროსის სტატუსი მოეპოვებინა, უნდა აერჩია ერთ-ერთი შემდეგი გზა:
პედაგოგები მარტივად მოიპოვებდნენ უფროსის სტატუსს, თუ საგნობრივ და პროფესიულ კომპეტენციებს 10-10 კრედიტზე დაადასტურებდნენ.
უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად პრაქტიკოსი მასწავლებელი აგროვებდა 19 კრედიტქულას, რომელთაგან 4 კრედიტქულა უნდა ყოფილიყო მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ პრაქტიკოსი მასწავლებლის ჩატარებული ორი გაკვეთილის შეფასება (თითოეული - 2 კრედიტქულა), ხოლო 15 კრედიტქულა – საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურება.
პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებული იყო დაედასტურებინა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციები. იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას სრულად ვერ დააგროვებდა 15 კრედიტქულას, მას შესაძლებლობა ეძლეოდა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო კრედიტქულები შეევსო აქტივობებით.
პრაქტიკოს პედაგოგებს შეეძლოთ გამოცდაზე 1,4,7,10 კრედიტი დეგროვებინათ. თუ გამოცდაზე არასაკმარის კრედიტ მიიღებდნენ, მასწავლებლები კრედიტების დაგროვებას სკოლაში სხვადასხვა აქტივობით აგრძელებდნენ, მაგალითად: წლის განმავლობაში საკლუბო მუშაობის წარმართვა - 1 კრედიტქულა, სემესტრის განმავლობაში ფასილიტატორობა - 1,5 კრედიტი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სასწავლო წლის განმავლობაში -1-2 კრედიტქულა, სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობის წარმართვა-0,5 კრედიტქულა და ა.შ.
ამჯერად, პრაქტიკოსებს სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა შემოდგომაზე ეძლევათ, მათ კიდევ ერთხელ მოუწევთ გამოცდის ჩაბარება საგნის კომპეტენციის დასადასტურებლად. უფროსის სტატუსის ვერ მოპოვების შემთხვევაში, ისინი 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე დარჩებიან სკოლაში, შემდეგი სასწავლო წლიდან კი მათი ადგილი ვაკანტურად გამოცხადდება.
ახალი სქემის მიხედვით, პრაქტიკოსის სტატუსი გაუქმდა, შესაბამისად, ამ სტატუსით სკოლაში პედაგოგები ვეღარ რჩებიან.
გარდა პრაქტიკოსებისა, სკოლაში მასწავლებლები მაძიებლის სტატუსით არიან დასაქმებულნი, მათ უფროსის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებლის სახლის მიერ შეთავაზებული მაძიებლის პროგრამა უნდა გაევლოთ, ასევე საგნის კომპეტენცია 10 კრედიტზე უნდა დაედასტურებინათ.
მასწავლებლობის მსურველს კი უფროსის სტატუსის მოპოვება საგნის გამოცდის ჩაბარებით და 60 კრედიტიანი პროგრამის გავლით შეეძლო.
მაძიებელმა პედაგოგებმა და მასწავლებლობის მსურველებმა უფროსის სტატუსის მოსაპოვებლად კვლავ იგივე გზა უნდა გაიარონ.
უფროსის სტატუსი გამოცდისა და კრედიტების დაგროვების გარეშე ენიჭებოდა ასევე პირს, რომელსაც დოქტორის ხარისხი ჰქონდა განათლების მიმართულებით ან იმავე საგანში, რასაც სკოლაში ასწავლიდა.
რაც შეეხება წამყვანის სტატუსს, ძველი სქემის მიხედვით წამყვანობის მოსაპოვებლად რამდენიმე გზა არსებობდა:
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელი ვალდებული იყო დაეგროვებინა 19 კრედიტქულა. ისინი ახორციელებდნენ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას და კვლევის შედეგებს უზიარებდნენ კოლეგებს (2 კრედიტქულა);
შემდეგ გადიოდნენ გარე დაკვირვებას (4 კრედიტქულა);
ატარებდნენ 2 სამოდელო გაკვეთილს (თითოეული 1 კრედიტქულა);
ახორციელებდნენ დამატებით საქმიანობებს/აქტივობებს.
ასევე წამყვანის სტატუსს მოიპოვებდა პედაგოგი, რომელიც დოქტორის ხარისხი ექნებოდა განათლების მიმართულებით, ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ახალი სქემის მიხედვით ყველა პედაგოგი სტატუსის ასამაღლებლად თანაბრ პირობებშია და დოქტორის ხარისხს წამყვანის და მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად მნიშვნელობა აღარ ენიჭება.
როგორ უნდა გახდეთ წამყვანი ახალი სქემის მიხედვით?
პირველ რიგში, პედაგოგს თუ წამყვანის სტატუსის მოპოვება სურს, საგნის გამოცდა ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 50%-იანი შედეგით. მასწავლებლებს, რომლებსაც უფროსის სტატუსი საგნის გამოცდაში 7-ზე ნაკლები კრედიტით მოიპოვეს და წამყვანობა სურთ, საგნის ხელახლა ჩაბარება და შედეგის გაუმჯობესება მოუწევთ. გარდა ამისა, პედაგოგმა პროფესიული უნარების გამოცდა უნდა ჩააბაროს წარმატებით ანუ გადალახოს დაწესებული ზღვარი. შემდეგ კი ის პრაქტიკული კუთხით შეფასდება. კერძოდ, უფროსი პედაგოგს კვლავ მოუწევს გარე დაკვირვების გავლა, გაკვეთილისშემდგომი რეფლექსია, სტატუსის ასამაღლებლად ერთ-ერთი პუნქტია სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასება.
თუ პედაგოგი უნარების გამოცდის ჩაბარებიდან 3 წლის განმავლობაში არ გაივლის პრაქტიკულ შეფასებას, მას გამოცდის შედეგი გაუნულდება და უნარების გამოცდის ჩაბარება წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად ხელახლა მოუწევს.
რაც შეეხება მენტორის სტატუსს. მენტორის სტატუსის მოსაპოვებმად კი მასწავლებელს შემდეგი აქტივობები უნდა განეხორციელებინა:
წამყვანი მასწავლებელი მენტორის სტატუსის მისანიჭებლად ვალდებული იყო დაეგროვებინა 25 კრედიტქულა. მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი:
ახალი სქემის მიხედვით მასწავლებლისთვის მენტორის სტატუსის მინიჭება შემდეგი გზით მოხდება:
წამყვან მასწავლებელს შეუძლია გახდეს მენტორი თუ მას საგნის გამოცდა 50%-იანი შედეგით ექნება დაძლეული. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამყვანი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს: