„ეს სქემა უნდა შეჩერდეს სასწრაფოდ! პედაგოგებო ამოიღეთ ხმა. როდემდე უნდა დარბოდეთ ტრენინგებზე, აბაროთ გამოცდები“ - შეუერთდებით მასწავლებელთა პროტესტს?
24-07-2020
საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის შესახებ მორიგ სტატუსს აქვეყნებს და პედაგოგებს ახალი დოკუმენტის გაპროტეტებისკენ მოუწოდებს. 

„ეს სქემა უნდა შეჩერდეს სასწრაფოდ! პედაგოგებო ამოიღეთ ხმა ამ დისკრიმინაციულ დოკუმენტზე. როდემდე უნდა დარბოდეთ ტრენინგიდან ტრენინგზე, როდემდე უნდა აბაროთ გამოცდები, როდემდე უნდა ამტკიცოთ თქვენი კვალიფიკაცია,რისთვის ისწავლეთ უმაღლესში... იმისათვის რომ ხელფასი მოგიმატონ ? და იმ დროისთვის ლარის მსყიდველობითი უნარი კიდევ როგორი იქნება არავინ იცის. ხოდა კარგად დაფიქრდით სანამ ისევ ჩაებმებით ამ უაზრო სქემაში - გამოვაცხადოთ პროტესტი. შეგვეშვან, გვაცადონ ბავშვებთან მუშაობა! და ხელფასები სახელმწიფო ბიუჯეტის ზედის პროპორციულად გაზარდონ! რაც მთავარია სქემაში მასწავლებლის წინსვლისთვის განსაზღვრულ არც ერთ კომპონენტში - მოსწავლის შედეგი არ ჩანს. მასწავლებლის მუშაობა პირდაპირ უნდა იყოს მიბმული მოსწავლის შედეგზე! და არა რამდენსაათიან ტრენინგს გაივლი, გარე დაკვირვებაზე უცხო ადამიანი შემოვა დაგაკვირდება, წელიწადში 3 გაკვეთილს ჩაატარებ - ხარისხის ჯგუფი დაგაკვირდება, მერე სემესტრის და წლის ბოლოს დირექტორს უნდა მოახსენო შენი თვითშეფასებარეფლექსია და იმან განმავითარებელი კომენტარი მოგცეს, სასწავლო პროცესში ყველა თემატური მატრიცა შეადგინო და თემის ბოლოს რეფლექსია უნდა გაიკეთო, არ დაგავიწყდეთ კიდევ კომპლექსური შემაჯამებელი დავალებები გაქვთ მოსამზადებელი, შესაფასებელი და ანალიზი გასაკეთებელი... არ დაიღალეთ? ამოიღეთ ხმა! კარგად წაიკითხეთ თქვენი სამუშაოს მთავარი დოკუმენტი, გაიაზრეთ - რის გაკეთებას გთხოვენ“.

ასევე იხილეთ:

„წამყვან და მენტორ მასწავლებლებს ისეთი ვალდებულებები და კომპეტენციები მოეთხოვებათ, აღარ არის საჭირო დირექტორი“-საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია

პრაქტიკოსს ვუშვებთ სკოლიდან და გამოუცდელი მაძიებელი შემოგვყავს - რას აპროტესტებს საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია?

მასწავლებელთა ახალი სქემის გაუქმების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს მიმართავენ

არა! მასწავლებელთა ახალ სქემას - რატომ აპროტესტებენ პედაგოგები ცვლილებებს და უერთდებით თუ არა თქვენ მოთხოვნას?
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203