დღეიდან გამოცდებში სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები ჩაერთვნენ. სტუდენტები გამოცდას გრანტის გასაუმჯობესებლად წერენ.
დარეგისტრირებული სტუდენტებიდან გამოცდაზე 78%-ზე მეტი გამოცხადდა;
აღსანიშნავია, რომ დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სამოქალაქო განათლების გამოცდაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან საგამოცდო ცენტრებში გამოცხადდა 82%-ზე მეტი;
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს აპლიკანტები გამოცდებს სპეციალური წესების დაცვით აბარებენ.