ლაცორიის საჯარო სკოლა ჩართულია სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობაში“.
სკოლაში სამი წელია ფუნქციონირებს სამოქალაქო კლუბი „თაკვერი“.
ლაცორიის საჯარო სკოლამ ამ კლუბის ინიციატივებითა და აქციებით არაერთ წარმატებას მიაღწია.
სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მცირე საგრანტო კონკურსში. პროექტის თემა იყო "წიგნიერების დონის ამაღლება მოსწავლეებში". სკოლამ აიღო გრანტი 470 $.
ამ თანხით გაიხსნა ბიბლიოთეკა და სამკითხველო დარბაზი. სკოლის დირექციამ შეიძინა წიგნები: მხატვრული, მემუარული და მეცნიერული ლიტერატურა.