აპელაციის შემდეგ შესაძლოა ქულა დაგაკლდეთ - სოფიო გორგოძე გამოცდების შედეგების გამოცხადებისა და გასაჩივრების ვადებზე საუბრობს
02-08-2020

ეროვნული გამოცდების შედეგები ეტაპობრივად გასაჯაროვდება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ განმარტა, ტესტების გასწორებაში ასობით ადამიანია ჩართული, ყველაზე მეტი გამსწორებელი კი ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტების გასასწორებლადაა. ერთი აბიტურიენტის ტესტს ორი გამსწორებელი ასწორებს, აპელაციის შემთხვევაში კი ტესტი სხვა ექსპერტებს გადაეცემათ.

„აგვისტოს დასაწყისიდან გამოვაცხადებთ შედეგებს, ეტაპობრივად იქნება, ყველა საგნის შედეგის გამოცხადება ერთდროულად არ მოხდება. როდესაც ბოლო საგნის შედეგს გაიგებენ აბიტურიენტები, უკვე დაიწყება აპელაციებზე განცხადების შემოტანის ვადის ათვლა, ოთხდღიანი ვადაა, ამას ზუსტად შემდეგ გამოვაცხადებთ და ამ ვადაში უნდა შემოიტანონ აპელაციის განცხადება აპლიკანტებმა. შეგახსენებთ, რომ აპელაციის შემთხვევაში შეიძლება ქულამ მოიმატოს ან დაიკლოს. აპელაცია როდესაც დასრულდება, მეორე დღის 6 საათამდე მათ შეუძლიათ ისევ გადახედონ პროგრამებს, რომლებიც აქვთ არჩეული, შეხედონ თავიანთ საბოლოო ქულას და მიიღონ გადაწყვეტილება, ხომ არ უნდათ რომელიმე პროგრამა შეცვალონ იმის მიხედვით, სად ექნებათ მეტი შანსი, როდესაც საბოლოო ქულა ეცოდინებათ. მათ შეუძლიათ რეიტინგული სიის ახლიდან გაკეთება, მაგრამ ამ დროს არ უნდა დაავიწყდეთ შენახვის ღილაკზე თითის დაჭერა, სხვა შემთხვევაში მონაცემები არ დაფიქსირდება“, - განმარტა სოფიო გორგოძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203