დღეს მასწავლებლობის მსურველებმა უცხოური ენისა და ქართულის, როგორც მეორე ენის პრაქტიკული ნაწილის გამოცდა ჩააბარეს. გამოცდიდან გამოსული ერთ-ერთი აპლიკანტი დღევანელი გამოცდით კმაყოფილია, თუმცა მოსმენითი დავალების ტექნიკურ ხარვეზზე საუბრობს:
„ინგლისური ენის გამოცდა ჩავაბარე. უმარტივესი იყო. სირცხვილია ვინმემ ვერ გადალახოს. ერთი კითხვა იყო, რომელია შენი საყვარელი მუსიკაო. დღევანდელი გამოცდით ნამდვილად კმაყოფილი ვარ, რასაც გუშინდელზე ვერ ვიტყვი. მიუხედავად იმისა, რომ თემები კარგად დავწერე მოსასმენი გამიჭირდა, ხმის გამაძლიერებელი დაბლა იდგა და ხმა გარკვევით არ ისმოდა. თან ისე ნელა ლაპარაკობდა ძლივს ვახერხებდი სიტყვების გარჩევას. გუშინდელი მოსასმენი საშინელება იყო და საჩივრის დაწერასაც ვაპირებ“, - გვითხრა მანანამ.