სენაკის N1 სკოლის მოსწავლეებს ჟიული შარტავას მუზეუმში საინტერესო და ემოციებით დატვირთული დღე ჰქონდათ
27-09-2017

სენაკის N1 სკოლის მოსწავლეებს ჟიული შარტავას მუზეუმში საინტერესო და ემოციებით დატვირთული დღე ჰქონდათ.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია - ''მათ სახელებს დავიწყება არ უწერიათ!“ 

აგრეთვე, დაათვალიერეს ჟიული შარტავას სახელობის მხარეთმცოდნეობის  მუზეუმი და ყვავილებით შეამკეს ჟიული შარტავას მემორიალური დაფა და ბიუსტი ქალაქის ცენტრში.


მუზეუმის დირექტორმა მარინა აბრამიამ მადლობა გადაუხადა კლასის დამრიგებელს მანანა მიშველიას და მოსწავლეებს აქტიურობისთვის.

დასასრულს, მოსწავლეებმა ფიცი დადეს, რომ სახელოვანი წინაპრების გმირულ საქმეებს ღირსეულად გააგრძელებენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203