„ეტალონი“, თანამოაზრე მუნიციპალიტეტების ხელშეწყობით, წარმატებულად განაგრძობს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის დისტანციურ რეჟიმში ჩატარებას.
ტრადიციული ფორმატის შენარჩუნებით „ეტალონის“ დისტანციურ ჩემპიონატი ამჯერად დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის გაიმართება. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, „ეტალონის“ დისტანციურ კონკურსში მონაწილეობა დუშეთის ყველა სკოლის შერჩეულ მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასელს შეუძლია.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ დისტანციური კონკურსი დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთათვის 05 აგვისტოს გაიმართება.
დისტანციური „ეტალონის“ მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.