გაგრძელდება თუ არა საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის ჯილდოს გადაცემა? - განათლების სამინისტროს პასუხი
03-08-2020
„საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის ჯილდოს გაცემის პროგრამა უნდა გაგრძელდეს“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ერთი თვის წინ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
 
პრემიერის განცხადებამდე კი სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, საპენსიო ასაკის პედაგოგების ჯილდოთი გაცილების ბოლო ეტაპი 2019 წლის ბოლოს იყო. 

შეიცვალა თუ არა სამინისტროს გეგმები და დაიწყო თუ არა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მუშაობა საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის ჯილდოს გაცემის პროგრამის გაგრძელებაზე - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უწყებამ etaloni.ge-ს ინფორმაცია არ მიაწოდა. შესაბამისად, უცნობია პროგრამის დაწყების ვადა და დეტალები: როგორ, რა ფორმით მოხდება საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის ჯილდოს მინიჭება, რა პროცედურების გავლა და პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ მასწავლებლებს.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა პროგრამაზე საუბრისას განმარტა, მისი გაგრძელებას ორი მთავარი მიზეზი: 

 „ეს ფულადი ჯილდო მოიცავდა ორი წლის ხელფასს ერთჯერადად და ასევე დაზღვევას სიცოცხლის ბოლომდე. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროგრამა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ამ პროგრამას აქვს ორი მიზანი - სწრაფად მივცეთ ღირსეულად პენსიაზე გაცილების შესაძლებლობა ჩვენს ღვაწლმოსილ, პენსიის ასაკს მიღწეულ ადამიანებს და სისტემა შევავსოთ ახალი, ახალგაზრდა მასწავლებლებით, რომლებმაც სწრაფად უნდა აიმაღლონ კომპეტენცია“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

ფულადი ჯილდო 8 870-მა მასწავლებელმა მიიღო - რომელ რეგიონში გავიდა პროფესიიდან ყველაზე მეტი საპენსიო ასაკის პედაგოგი?
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203