N103 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში ერთმა აპლიკანტმა დააგვიანა
01-08-2020
დღეს საერთო სამაგისტრო გამოცდები წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილით დაიწყო. N103 სკოლის საგამოცდო ცენტრში მაგისტრობის მსურველების გამოცდის პირველი დღე მშვიდად დაიწყო და რეგისტრაციაც ასევე დასრულდებოდა, ერთი დაგვიანება რომ არ დაფიქსირებულიყო.

გამოცდაზე ერთმა აპლიკანტმა დააგვიანა. დაცვამ საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელს შეატყობინა, თუმცა მისთვის გამონაკლისი არ დაუშვეს და მომავალ წლამდე დაემშვიდობნენ - „გაითვალისწინებ მომავალშიო“.

2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდები 4 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით,  19 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203