საერთო სამაგისტრო გამოცდების პირველი დღეა. მაგისტრობის მსურველები ტესტირებიდან უკვე გამოვიდნენ და საკითხებიც გაგვიმხილეს. თუმცა აპლიკანტთა ნაწილი გამოცდაზე მოსული თემებითა და ტესტის სირთულით უკმაყოფილოა:
„აბიტურიენტებს ეგრევე გაუმარტივეს გამოცდა და ჩვენ სამაგისტროზე მოსახვედრად, ისეთი საკითხები შეგვირჩიეს, ცხოვრება გაგვიმწარეს. არავინ მოგატყუოთ რომ მარტივი იყო. სამაგისტრო გამოცდა იყო რთული!“.
„ძალიან უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ ვნერვიულობდი. იმედია გამიმართლებს და კარგი შედეგი მექნება... ვნერვიულობ“.
„უკმაყოფილო ვარ იმით, რომ ჩვენ, მაგისტრანტობის მსურველებს, არაფერი გაგვიმარტივეს, არანაირი შეღავათი არ გაგვიკეთეს, საკითხებიც რთული იყო და გარემოც დამთრგუნველი. ვნანობ გამოცდაზე რომ გამოვედი“.
2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდები 4 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სულ 19 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება.