შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. პირველი საგნები, რომლის ქულებიც აბიტურიენტებმა გაიგეს არის - მათემატიკა და ხელოვნება. შედეგებთან ერთად გამოქვეყნდა მათემატიკისა და ხელოვნების გამოცდებზე გამოყენებული ტესტები და სწორი პასუხები.
მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 59. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე (ე. ი. 11.8 ქულაზე) მეტი.
მათემატიკის ტესტი და სწორი პასუხები
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მაქსიმალური ქულაა 70. საგამოცდო საგნის ჩასაბარებლად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე (ე.ი. 17.5 ქულაზე) მეტი - ვინაიდან ამ საგანში გამოყენებული იყო ტესტის მხოლოდ ერთი ვარიანტი, გათანაბრება არ ხდება.