ეროვნული გამოცდები ორმა კოვიდინფიცირებულმა აბიტურიენტმა ჩააბარა
05-08-2020

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული აბიტურიენტი გამოვლინდა და ეს მეორე შემთხვევა იყო - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საგამოცდო პროცესი შეაჯამა.

როგორც სოფიო გორგოძემ განმარტა, ინფიცირებული მეორე აბიტურიენტის გამოვლენა იქამდე მოხდა, სანამ საგამოცდო ცენტრში გამოცხადდებოდა, თუმცა მას გამოცდები მაინც ჩააბარებინეს:

„მეორე შემთხვევა ცოტათი განსხვავებული გახლდათ, რადგან მის შესახებ მანამ შევიტყვეთ, სანამ აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში მობრძანდებოდა. მოხდა ისე, რომ იგი არ გამოცხადდა გამოცდაზე და ჩვენ ისეთი პრობები შევუქმენით, შეძლო, იზოლირებულად ჩაებარებინა ეს გამოცდა. აბიტურიენტი არაქართულენოვანი გახლდათ და მას მხოლოდ ერთი - უნარების გამოცდა ჰქონდა ჩასაბარებელი. ასე, რომ შეიძლება ვთქვათ, რომ პროცესმა, პანდემიის მიუხედავად, წარმატებით ჩაიარა და ორმა აბიტურიენტმა, ვისაც დაუდასტურდა კოვიდინფექცია, ჩააბარეს ეროვნული გამოცდები... იმედი მაქვს, მათი შედეგებიც წარმატებული იქნება“.  

ცნობისთვის, წელს ეროვნულ გამოცდებზე სულ ორი კოვიდდადებითი აბიტურიენტი გავიდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203