ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში უმაღლესი ქულა 20 აბიტურიენტს აქვს
05-08-2020
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში უმაღლესი ქულა 20 აბიტურიენტმა მიიღო - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საგამოცდო პროცესი შეაჯამა.
„როგორც წესი, სტატისტიკას მოგვიანებით ვაქვეყნებთ ხოლმე, თუმცა ეს იმდენად სასიხარულო ამბავი იყო, რომ გადავწყვიტეთ გაგვეჟღერებინა. ესაა წინასწარი შედეგები. ზოგადად ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, უმაღლესი ქულა 70 იყო და ბარიერის გადასალახად აპლიკანტს 25 % უნდა მოეგროვებინა. ამიტომ, აბიტურიენტები გათანაბრების შემდეგ უნდა დააკვირდნენ გამსვლელ ქულას“, - აღნიშნა ბრიფინგზე გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი ქულების მქონე აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ მიულოცა წარმატებული შედეგები.