მასწავლებლობის მსურველი და აბიტურიენტები „შპარგალკის“ გამოყენებისთვის გამოცდებიდან მოხსნეს
05-08-2020

მასწავლებლობის მსურველი და აბიტურიენტები „შპარგალკის“ გამოყენებისთვის გამოცდებიდან მოხსნეს, - ეს ინფორმაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბრიფინგზე გააჟღერა, ჯამში გამოცდებიდან 2 აბიტურიენტსა და 1 მასწავლებელს დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობისთვის, ხოლო 1 აბიტურიენტს გამოცდა მობილური ტელეფონის შეტანისთვის დაატოვებინეს. 

„პროცესმა, რაც გამოცდების ჩატარებას ეხება, წარმატებით ჩაიარა და წარმატებით დასრულდა. ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადების მაჩვენებელი 94 %, აბიტურიენტებში, გამოცდიდან მოხსნის შემთხვევა კი სამი იყო - აქედან ერთი მობილურის შეტანის, ხოლო ორი დამხმარე მასალის გამოყენების გამო, მაგისტრებში და საგრანტო კონკურსზე მსგავსი შემთხვევა არ გვქონია, რაც შეეხება მაძიებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებს, აქაც გამოცდიდან მოხსნის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობის გამო“, - განმარტა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203