განათლების მინისტრის ბრძანებით ახალი ვალდებულებები განისაზღვრა - ცვლილება სკოლების უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესში შევიდა
07-08-2020

სკოლის ექიმი ვალდებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალურ სამსახურს ინფორმაცია მიაწოდოს - აღნიშნულს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება ითვალისწინებს. 

მიხეილ ჩხენკელის ამავე ბრძანების მიხედვით, ​მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ მოსწავლისათვის ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შემთხვევაში, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი (სამმართველო) ინფორმაციას აწვდის მანდატურს, სკოლის ადმინისტრაციას, მოსწავლის კლასის დამრიგებელს და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. 

კერძოდ, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების მიხედვით: 

ა) მე-14 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სკოლის ექიმი/სამედიცინო მომსახურების სერვისის მიმწოდებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურისთვის „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანების მოთხოვნათა დაცვით.“;

ბ) 34-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ მოსწავლისათვის ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შემთხვევაში, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი (სამმართველო) უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას მანდატურისთვის, სკოლის ადმინისტრაციისთვის, მოსწავლის კლასის დამრიგებლისთვის და სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთვის.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების  სააგენტოს ინფორმირების მიზნით, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი (სამმართველო) ავსებს ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათს „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების შესაბამისად“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203