სკოლის მოსწავლეები 200 ლარს მიიღებენ, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის საფასურს სახელმწიფო დაუფარავს
06-08-2020
17 წლამდე პირები 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს კი ერთი სემესტრის სწავლის საფასურს სახელმწიფო დაუფარავს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ეკონომიკურ კრიზისში ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში, ბავშვებს 17 წლამდე სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება სასწავლო წლის დაწყებამდე.

სტუდენტები, რომლებიც არიან სოციალურად 150 ქულამდე, მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას. ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად 150 ქულამდე, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სტატუსი თანხის გადაუხდელობის გამო, მათაც სახელმწიფო დაუკომპენსირებს, მაგრამ უკვე ერთი წლის, 2020-2021 სასწავლო წლის სწავლის საფასურს. ეს გახლავთ 1225 ლარი. საბოლოო ჯამში, ამ შეღავათებით ისარგებლებს 33 ათასზე მეტი სტუდენტი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ:
 
პორტალი ხელმისაწვდომი მომავალ კვირას გახდება, თანხები 15 სექტემბრამდე ანაზღაურდება - ჯანდაცვის მინისტრის შესწორება და დეტალების განმარტება
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203