„მინდა დავავალო განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს“ - პრემიერი სტუდენტებს დახმარებას ჰპირდება
06-08-2020

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე სასწავლო წლის დაწყებაზე გააკეთა განცხადება და დახმარება აღუთქვა საქართველოში მყოფ სტუდენტებს, რომლებიც ევროპაში სწავლობენ, მაგრამ შეზღუდული ფრენების გამო სასწავლებლად დაბრუნება არ შეუძლიათ.

„სასწავლო წელი იწყება თვე-ნახევარში. ბევრი ქართველი სტუდენტი, რომელიც დღეს იმყოფება საქართველოში, მაგრამ განათლებას იღებს ევროპაში ან შრომობს იქ განათლების მიღებასთან ერთად, მათ შეექმნათ გადაადგილების პრობლემა. ჩვენ მოგვმართა სტუდენტთა ჯგუფმა, რომლებსაც ჰქონდათ გერმანიაში შრომის ნებართვა და მათ ვერ შეძლეს გერმანიამდე ჩასვლა. მაშინ მთავრობამ უზრუნველყო ჩარტერული რეისი. დაგროვდა სტუდენტების კიდევ ერთი ჯგუფი გერმანიის მიმართულებით, მინდა დავავალო განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე ახალგაზრდობის სააგენტოს, რომ სასწრაფოდ მოვახდინოთ ამ ჯგუფების ორგანიზება. დავაორგანიზოთ 11 აგვისტოსთვის კიდევ ერთი რეისი. ასევე იყო თხოვნა უნგრეთში მყოფი სტუდენტებისგან, დავაიდენტიფიციროთ, იქ რა რაოდენობაა და თუ საჭირო იქნა, მათაც დავეხმაროთ შეღავათიანი ჩარტერული რეისით. ბილეთის ფასი არ უნდა იყოს 199 ევროზე მეტი“,-განაცხადა პრემიერმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203