პორტალი ხელმისაწვდომი მომავალ კვირას გახდება, თანხები 15 სექტემბრამდე ანაზღაურდება - ჯანდაცვის მინისტრის შესწორება და დეტალების განმარტება
06-08-2020

მთავრობის ახალ ინიციატივაზე განმარტება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც გააკეთა. მისი თქმით, 200 ლარი ერთჯერად ბავშვებზე 15 სექტემბრამდე გაიცემა. 

„პირველ რიგში შევიტან შესწორებას, ჩვენი გადაწყვეტილებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვები მიიღებენ ამ კომპენსაციას. განაცხადების შევსებასა და დოკუმენტაციაზე, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დაწყებული მუშაობა. ჩემი მოადგილე დეტალურად გააცნობს საზოგადოებას, თუ რა საჭირო დოკუმენტები იქნება წარსადგენი, რომ ამ ბავშვებმა კომპენსაცია მიიღონ. ჩვენ ვფიქრობთ დოკუმენტების ნუსხა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რათა მოხდეს ოპერატიულად, საჭირო დროს ამ თანხების ანაზღაურება ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთვის.

შემდეგ კვირაში ხელმისწავდომს გავხდით მოქალაქეებისთვის იმ პორტალს, სადაც მოხდება დოკუმენტაციის ატვირთვა და დარწმუნებული ვართ, რომ სწავლის დაწყებამდე, 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე სრულად იქნება ანაზღაურებული თანხები“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

იხილეთ: 

სკოლის მოსწავლეები 200 ლარს მიიღებენ, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის საფასურს სახელმწიფო დაუფარავს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203