პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულებაში ცვლილებები შევიდა
09-08-2020
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულებაში“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ხელმოწერით ცვლილება შევიდა. ცვლილება დოკუმენტის სამ მუხლს შეეხო:

ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხელოვნების/პერსონალური მომსახურებების/ ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის/ ტრანსპორტის მომსახურებების/ინჟინერიისა და საინჟინრო საქმის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლების მოპოვება ხდება შესაბამისი კონკურსის საფუძველზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო კონკურსის არარსებობის შემთხვევაში – ტესტირების ჩაბარების საფუძველზე.“;

ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ხელოვნების/პერსონალური მომსახურებების/ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის/ ტრანსპორტის მომსახურებების/ინჟინერიისა და საინჟინრო საქმის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის თავისებურებანი

1. აპლიკანტებმა, რომლებსაც სურთ ხელოვნების/პერსონალური მომსახურებების/ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის/ ტრანსპორტის მომსახურებების/ინჟინერიისა და საინჟინრო საქმის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა, შეიძლება გაიარონ კონკურსი შესაბამისი დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.

2. ხელოვნების/პერსონალური მომსახურებების/ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის/ ტრანსპორტის მომსახურებების/ინჟინერიისა და საინჟინრო საქმის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის კონკურსის გავლის სავალდებულობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულება.

3. ხელოვნების/პერსონალური მომსახურებების/ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის/ ტრანსპორტის მომსახურებების/ინჟინერიისა და საინჟინრო საქმის სწავლის სფეროში იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთათვისაც დაწესებულების მიერ არ არის განსაზღვრული კონკურსი, აპლიკანტი ირიცხება ტესტირების შედეგების საფუძველზე.“;

გ) 25​3 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 25​3. ხელოვნების/პერსონალური მომსახურებების/ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის/ ტრანსპორტის მომსახურებების/ინჟინერიისა და საინჟინრო საქმის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლების მოპოვების თავისებურებები“. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203