გრძელდება აბიტურიენტთა ნაშრომებისა და მათი ქულების გამოქვეყნების პროცესი. გთავაზობთ პირველად შედეგებს ისტორიასა და ქიმიაში.
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე:
online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი.
ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული
მაქსიმალური ქულის 25%-ზე (15.00 ქულაზე) მეტი.ისტორიის ტესტი და შეფასების სქემა
ქიმიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 75. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვა ამ საგნისათვის განსაზღვული მაქსიმალური ქულის 25%-ზე (18.75 ქულაზე) მეტი.
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე:
naec.ge.