ჭიათურის N2 სკოლის მოსწავლე ელენე გოგოლაძემ ერთი დღით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავა
02-10-2017
ნიკო კეცხოველის 2017 წლის პრემიის ფინალისტებს შორის ჭიათურის N2 სკოლის მოსწავლე ელენე გოგოლაძე მოხვდა. 

ელენემ ერთი დღით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავა. 

ნიკო კეცხოველის პრემია ყველაზე მასშტაბური სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსია, რომელიც 2014 წელს, CEEN-ის პროექტის - ტყის მდგრადი მართვა- ფარგლებში, ''ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის'' (ADC) ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა.

4 წლის განმავლობაში მისი პარტნიორია ასზე მეტი სახელმწიფო, კერძო, სამეცნიერო და საზოგადოებრივი ორგანიზაცია.

„მწვანე რეაქცია“ – ასეთი იყო ნიკო კეცხოველის 2017 წლის პრემიის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც, ათასამდე გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა.

სასკოლო ინიციატივებმა დაფარა საქართველოს ყველა რეგიონი, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთიც.

საუკეთესო 100 სკოლა ერთმანეთს ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, თელავის და თბილისის ნახევარფინალურ ტურებში შეხვდა, საიდანაც ფინალისტი სკოლები შეირჩა. მათ შორის ჭიათურის N2 სკოლა.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203