ის აბიტურიენტები, რომლებსაც უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად, ორი არჩევითი საგანი აქვთ მონიშნული, ერთ-ერთში ჩაჭრის მიუხედავად, სასწავლებელში მაინც ჩაირიცხებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საგულისხმოა ისიც, რომ ასეთ შემთხვევაში, აპლიკანტი არა მხოლოდ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის, არამედ სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობასაც ინარჩუნებს:
„ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაში, აბიტურიენტი ინარჩუნებს ჩარიცხვისა და სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას“, - აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.