სკოლა-ლიცეუმ ''ცოდნაში'', შეინარჩუნე გარემოს ფარგლებში, ბიბლიოთეკა განახლდა
05-10-2016
შეინარჩუნე გარემოს ფარგლებში, სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში“ სკოლის ბიბლიოთეკა განახლდა. 

სკოლის თვითმართველობის ინიციატივით მოსწავლეებმა მოაგროვეს და ჩააბარეს 242 კგ მაკულატურა, ამისთვის მათ გადაეცათ ნერგი ბარათი. 

პროექტის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩააბაროს მაკულატურა(ძველი წიგნები, თაბახის ფურცლები, ჟურნალ-გაზეთები) და სანაცვლოდ ახალი წიგნები მიიღოს.

ახალი წიგნის მიღებისთვის საჭიროა მინიმუმ 10 კგ მაკულატურა. მაკულატურის ჩაბარებისას მიიღებთ ელექტრონულ ”ნერგი ბარათს”, რომელზეც დაგერიცხებათ მაკულატურის ჩაბარებული კილოგრამების შესაბამისი ”ნერგების” ერთეული. (1კგ=1ნერგს)

სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა "ნერგის" დაგროვების ბარათით სკოლის ბიბლიოთეკისთვის შეიძინეს შვიდი დასახელების სხვადასხვა წიგნი. 

სკოლის თვითმართველობა ამ კუთხით კვლავ აგრძელებს აქტიურ მუშაობას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203