განათლების სამინისტროს აქვს დეტალური გაიდლაინები სწავლის წარმართვისთვის - ეკატერინე ტიკარაძე
10-08-2020
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ყველა სკოლა განათლების სამინისტროსთან ერთად ემზადება, რომ უხარვეზოდ და ბავშვებისთვის უსაფრთხოდ დაიწყოს სწავლა საქართველოში.

მინისტრის თქმით, განათლების სამინისტროს აქვს დეტალური გაიდლაინები სწავლის პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით.

„სწავლასთან დაკავშირებით რეგულაციებთან მიმართებაში იცით, რომ განათლების სამინისტროსთან ერთად ინტენსიური სამუშაო პროცესი უკვე გაიმართა. მათ აქვთ დეტალური გაიდლაინები თუ როგორი უნდა იყოს სწავლის ფორმატი 15 სექტემბრიდან და უკვე ყველა სკოლა განათლების სამინისტროსთან ერთად ემზადება, რომ უხარვეზოდ და ბავშვებისთვის უსაფრთხოდ დაიწყოს სწავლა საქართველოში“,- განაცხადა მინისტრმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203