„ბავშვებმა ონლაინ-რეჟიმში ჩატარებული „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატით, უდიდესი გამოცდილება მიიღეს“
10-08-2020

დუშეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატიეტალონი“ ჩატარდა - რა თქმუნდა, პანდემიის გამო არსებული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით და რაც მთავარია - დისტანციურად.

დიახ, ეს ნამდვილი გამოწვევა იყო, ონლაინ-რეჟიმში ჩაატარო მთელი საქართველოსთვის უსაყვარლესი და საამაყო პროექტი, მეტად საპასუხისმგებლოა და როდესაც ასეთ გამოწვევებს წარმატებით უმკლავდები, ხვდები - თანამოაზრეებსა და გულშემატკივრებთან ერთად, ყველა წინააღმდეგობას დაძლევ.

ეროვნულმა ინტელექტ-ჩემპიონატმა დუშეთის მუნიციპალიტეტში წარმატებით ჩაიარა და მაღალქულიანი მოსწავლეებიც გამოავლინა.

„ეტალონის“ პირველი ადგილი დუშეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ, თამუნა ფოთოლაშვილმა (XI კლასი) მოიპოვა, მეორე ადგილზე დუშეთის მუნიციპალიტეტის, პავლეურის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ლაზვიაშვილი (IX კლასი) გავიდა, ხოლო მესამე ადგილოსანი - დუშეთის N2 საჯარო სკოლელი, ლუკა წოწკოლაური (VIII კლასი) გახდა:

თამუნა ფოთოლაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებული:

„ძალიან მომეწონა დისტანციურად ჩატარებული „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი. კითხვებიც არ ყოფილა რთული, თუმცა სააზროვ ნონამდვილად იყო და ცოდნის მობილიზებასაც მოითხოვდა. რაც შეეხება ფორმატს - დისტანციურად რომ ჩატარდა, ესეც მომეწონა, რადგან პირველ რიგში ტრადიცია არ დაიკარგა და მეორეც - ბევრად თავისუფლად ვგრძნობდი თავს, ასე რომ, ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთრი შედეგით“.  

მარიამ ლაზვიაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის, პავლეურის საჯარო სკოლის  მოსწავლე:

„ძალიან მომეწონა „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ონლაინ-რეჟიმში რომ ჩატარდა. პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ ეს ერთგვარი სიახლე იყო ჩვენთვის და გარდა ამისა, გამიხარდა, რომ ტრადიციას არც ამჯერად ვუღალატეთ და ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, კონკურსი მაინც ჩატარდა. არ ვიტყვი რომ ძალიან რთული კითხვები იყო და არც სწორი პასუხების გაცემა გამჭირვებია, თუმცა საკითხების ცოდნა ზოგად განათლებას მოითხოვდა და მხოლოდ სკოლის პროგრამით არ შემოიფარგლებოდა. ჩემთვის „ეტალონის“ პროექტებში მონაწილეობა დიდი პატივი და გამოცდილებაა“.

 მზია გაგელიძე,  დუშეთის მუნიციპალიტეტის, პავლეურის საჯარო სკოლის დირექტორი:

„უზომოდ მიხარია, „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე საპრიზო ადგილზე ჩემი სკოლის მოსწავლე რომ გავიდა. ზოგადად, ამ პროექტში მონაწილება უმნიშვნელოვანესია, რადგან ბავშვები ცოდნის მობილიზებას ახდენენ, უდიდეს გამოცდილებას იღებენ და რა თქმა უნდა, მოტივაციას აძლევს, რათა სამომავლოდ უკეთესი შედეგები ჰქონდეთ, ხოლო მიღებული გამოცდილება თუ ცოდნა სასიკეთოდ გამოიყენონ“.

ლუკა წოწკოლაური, დუშეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე:

„ძალიან მიხარია, „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში საპრიზო ადგილი რომ დავიკავე. სიმართლე გითხრათ - ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი... აქვე, შეუძლებელია, არ აღვნიშნო, რომ ონლაინ -რეჟიმში კონკურსის ჩატარება არაჩვეულებრივი იდეა გახლდათ, პირადად, ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს და სწორედ ამ მდგომარეობამ განაპირობა ჩემი კარგი შედეგიც“.

ელენე თეთრუაშვილი, დუშეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ მე, როგორც სკოლის დირექტორი, ამაყი ვარ, რადგან ჩემი სკოლის ორმა მოსწავლემ, „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში საპრიზო ადგილები გაიყო. გულდასაწყვეტი მხოლოდ ისაა, კონკურსის დისტანციურად ჩატარება რომ მოგვიწია, თუმცა რას ვიზამთ, სხვა გზა არ არსებობდა და ფორმატიც სწორად იყო შერჩეული. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბავშვებმა ონლაინ-რეჟიმში ჩატარებული კონკურსი თუ დიდესი გამოცდილება მიიღეს.

ზოგადად, „ეტალონის“ინტელექტ ჩემპიონატში მონაწილეობა ყოველი მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს განვითარებაში, მეტად თავდაჯერებულები ხდებიან და რაც მთავარია, სკოლისთვისაც საამაყოა.

მე კი სიამაყის საფუძველი ნამდვილად მაქვს - ათეულში, ხუთი ჩვენიმოსწავლეა, რაც დანარჩენებისთვისაც დიდ ისტიმულია“.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203