125 სტუდენტი საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ გაემგზავრა
11-08-2020

ბერლინში მორიგი სპეციალური ჩარტერული სუბსიდირებული რეისი შესრულდა და საქართველოდან უმაღლესი თუ პროფესიული სასწავლებლის ის 125 სტუდენტი გაემგზავრა, რომლებსაც გერმანიაში დროებითი დასაქმების კონტრაქტები აქვთ.

სპეციალური ჩარტერული ფრენის ორგანიზება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყვეს, ხოლო ქართველი სტუდენტების რეგისტრაცია ახალგაზრდობის სააგენტომ მოახდინა. სტუდენტების ნაწილი სტაჟირებასა და პრაქტიკას გერმანიის სამეცნიერო და სამრეწველო საწარმოებში გაივლის და სამშობლოში სწავლის დაწყებამდე დაბრუნდება, სოციალური ჩარტერული ფრენა კი  ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ შეასრულა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203