„შეიძლება რისკი შეიქმნას სექტემბერში სწავლის დაწყებაზე“ - რა შემთხვევაში არ გაიხსნება სკოლები?
სვანეთსა და ყაზბეგში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრს სწავლის დაწყებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა, რაზეც ეკატერინე ტიკარაძემ, შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მინდა მივმართო მოქალაქეებს, რომლებიც ელოდებიან, რომ მათი შვილები სექტემბერში წავლენ სკოლაში - თუ ჩვენი იქცევა იქნება ისეთი - არა - ნიღბის ტარებას, არა - სოციალურ დისტანცირებას და ა.შ. ეს ყველაფერი მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას! სწორედ ამიტომ სრული მობილიზაცია ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი, რათა ჩვენს ბავშვებს მიეცეს საშუალება უსაფრთხო სკოლებში, კოვიდიდან გამომდინარე, მიიღონ განათლება“.
აღსანიშნავია, რომ სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადება განათლების მინისტრმაც წინა კვირაში გააკეთა და მაშინ მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ
სწავლა ჩვეულ რეჟიმში 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყებოდა.