2020-2021 სასწავლო წლის ე.წ უფასო ფაკულტეტების სია ცნობილია. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები დამტკიცდა. დოკუმენტის მიხედვით, განისაზღვრა ის პროგრამული მიმართულებები, რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სახელმწიფო სრულად აფინანსებს.
დამტკიცდა „2020-2021 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულება/მიმართულებები, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო“.
იხილეთ უფასო ფაკულტეტების სია
პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და მათთვის გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების მოცულობები:
1. პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (შემდგომში - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება):
ა) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,524,500.00 ლარი;
ბ) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 3,966,750.00 ლარი;
გ) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 900,000.00 ლარი;
დ) აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,124,000.00 ლარი;
ე) ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 967,500.00 ლარი;
ვ) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 562,500.00 ლარი;
ზ) იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 587,250.00 ლარი;
თ) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 659,250.00 ლარი;
ი) გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 207,000.00 ლარი;
კ) შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 225,000.00 ლარი.
სტუდენტის სწავლის დაფინანსება
1. ჩარიცხული ყოველი სტუდენტის (გარდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ან სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტისა) სწავლის დასაფინანსებლად:
ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ჩაერიცხება არაუმეტეს 2250 ლარი;
ბ) თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მისი სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის ოდენობამდე, მაგრამ არაუმეტეს 2250 ლარისა.
2. თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასური ნაკლებია 2250 ლარზე, სასწავლო წლის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გადასარიცხი თანხის ოდენობა უტოლდება ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურს.
დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ დანართი