აბიტურიენტებს პროგრამების ჩამონათვალის შესაცვლელად 3 დღე დარჩათ. პროგრამების რეიტინგული სიის შეცვლის ვადა აპელაციის დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ იწურება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დეტალურ ინსტრუქციას აქვეყნებს, თუ როგორ უნდა შეცვალოთ სარეგისტრაციო გვერდზე საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი:
* აყენებთ კურსორს იმ პროგრამაზე, რომლის წაშლაც გსურთ და ირჩევთ ღილაკს - წაშლა. შემდეგ კურსორს აყენებთ იმ პროგრამაზე, რომლის შემდეგაც გსურთ სასურველი პროგრამის ჩასმა, წერთ პროგრამის კოდს და იყენებთ ღილაკს - დამატება, ბოლოს - შენახვა.
* თუ პირველ საფეხურზე გსურთ სასურველი პროგრამის ჩასმა, მაშინ კურსორს აყენებთ პირველ საფეხურზე, იყენებთ ღილაკს - დამატება და წერთ სასურველ პროგრამას, შემდეგ კვლავ დგებით პირველ პოზიციაზე, ირჩევთ ღილაკს - წაშლა და ავტომატურად მეორე საფეხურზე მდგარი პროგრამა ინაცვლებს სასურველ პირველ საფეხურზე.
* არ დაგავიწყდეთ, ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემდეგ გამოიყენოთ ღილაკი - შენახვა.
ასე, რომ სანამ ჯერ კიდევ გაქვთ არჩევის საშუალება, მიღებული ქულების მიხედვით შეადგინეთ პრიორიტეტები. გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტული ვადის ამოწურვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალს ვეღარ შეცვლით. იხილეთ: როდიდან ვეღარ შეცვლიან აბიტურიენტები პროგრამების რეიტინგულ სიას.