„სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება, სკოლებისთვის რეკომენდაციები შემუშავდა“ - ეკატერინე დგებუაძე
14-08-2020
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე სწავლის დაწყების თარიღისა და სკოლებისთვის შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ კომენტარს აკეთებს. 

„სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება და მოსწავლეები შეძლებენ საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ და სკოლის სივრცეში დაიწყონ სასწავლო პროცესი. იმის გამო, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის უმნიშვნელოვანესი, განათლების სამინისტრომ აქტიურად ითანამშრომლა ჯანდაცვის სამინისტროსთან და მათი რეგულაციების საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები სკოლებისთვის“,-აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203